სანადირო იარაღი

გლუვლულიანი თოფები

მეტის ნახვა
სანადირო შაშხანები

ხრახნლულიანი შაშხანები

მეტის ნახვა
სათევზაო ინვენტარი

ანკესები

მეტის ნახვა

იარაღის მაღაზია

„არმორერი“ არის მაღაზია, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო იარაღის, საბრძოლო მასალის, სანადირო და სათევზაო ინვენტარის სრულყოფილ არჩევანს. ჩვენ ვემსახურებით ყველას, ვინც აფასებს ხარისხს, უსაფრთხოებას და ბუნებასთან აქტიურ ურთიერთობას — იქნება ეს მონადირე, მეთევზე თუ იარაღის მოყვარული ადამიანი. ჩვენს ასორტიმენტში შეხვდებით სამონადირეო და თავდაცვით ცეცხლსასროლ იარაღს, სხვადასხვა ტიპის ვაზნებს, ოპტიკურ სამიზნეებს, სანადირო აქსესუარებს, სათევზაო აღჭურვილობასა და სხვა სპეციალიზებულ პროდუქციას.

„არმორერის“ გუნდი შედგება გამოცდილ პროფესიონალთა გუნდისგან. ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ რეალურ კონსულტაციას, რჩევებს და სწორ არჩევანში დახმარებას. ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო სივრცე, სადაც ჰობი და პასუხისმგებლობა ერთიანდება.

ქვევრი

ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ უნიკალურ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ქვევრის ქარვისფერი ღვინო კი, თავისი გემოვნური თვისებებითა და დამახასიათებელი შეფერილობით, მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მისი პოპულარობა დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება.
მიწაში დაფლული თიხის ქვევრი მუდმივად ინარჩუნებს ღვინის დუღილისა და შენახვისთვის საუკეთესო ტემპერატურას, მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტისეპტიკი და ფილტრავს, ასუფთავებს ღვინოს მავნე ბაქტერიებისგან.
კარგი ქვევრის გაკეთება ოსტატისგან უდიდეს შრომასა და ცოდნას მოითხოვს, აშენებიდან დაწყებული, გამოწვითა და დარგვით დამთავრებული. პროცესი, როგორც წესი, გაზაფხულზე იწყება. ქვევრს ნელ-ნელა ამოაშენებენ, კარგად გამოაშრობენ, ღუმელში გამოწვავენ და დასარგავად მოამზადებენ. აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრები, უფრო მკაცრი კლიმატის გამო, მარანში, გადახურულ შენობაშია ხოლმე, დასავლეთში კი ძირითადად ღია ცის ქვეშაა განლაგებული.

ბლოგი

ხშირად
დასმული
კითხვები

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სანადირო და თავდაცვით იარაღს, მათ შორის გლუვლულიან თოფებს, ხრახნლულიან შაშხანებს და პისტოლეტებს. თითოეული მოდელი შეირჩევა ხარისხის, სანდოობისა და გამოყენების ტიპის მიხედვით, როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის.

დიახ, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც აქვს იარაღის ნებართვა.

იარაღის ნებართვა გაიცემა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, შესაბამისი გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. აღნიშნული ნებართვის გარეშე, ვერ შეძლებთ იარაღის გაფორმებას.

იარაღისა და ვაზნის ონლაინ გაყიდვა კანონით აკრძალულია, ამიტომ ასეთი პროდუქცია უნდა შეიძინოთ მხოლოდ ადგილზე, ჩვენს მაღაზიაში. 

დიახ, მაღაზიაში წარმოდგენილია ანკესები, კოჭები, სატყუარები, ნემსკავები, ბადეები, წყალში შესასვლელი ჩექმები, ნავები და სხვა აქსესუარები. ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ როგორც თევზაობის დამწყები მოყვარულები, ასევე სპორტული თევზაობის გამოცდილი ენთუზიასტები.