აღწერა
TACBAND FW26-3H — კომპაქტური და მსუბუქი პისტოლეტის ფანარია, რომელიც პისტოლეტს 70 გ-ზე ნაკლებ წონას ამატებს. სხივის მაღალი ინტენსივობა ტაქტიკური ან თავდაცვითი უპირატესობისთვის დროებით აბრმავებს მტერს.
ფანარი 300 ლუმენის სიკაშკაშის სხივს 130 მეტრამდე მანძილზე გასცემს. მონტაჟი შესაძლებელია MIL-STD-1913 და Glock სამაგრებზე. ორმხრივი (Ambidextrous) ღილაკი მარჯვენა და მარცხენა ხელისთვის თანაბრად კომფორტულ, სწრაფ მართვას უზრუნველყოფს. კორპუსი დამზადებულია ავიაციური ხარისხის ალუმინისგან.
ბატარეის შეცვლა ხდება მოსახსნელი თავის საშუალებით. მუშაობს ერთი CR123 ბატარეით — ტაქტიკურ რეჟიმში მუშაობის დრო 1.5 საათამდეა. ფანარი უძლებს 1 მეტრის სიმაღლიდან თავისუფალ ვარდნას.
TACBAND FW26-3H — კომპაქტური ზომა, 300 ლუმენის სინათლის ნაკადი და უნივერსალური სამაგრის თავსებადობა ერთ პისტოლეტის ფანარში.







