TACBAND EMA01 Low Profile ელექტრონული ყურის დამცავი

მწარმოებელი: TACBAND
მოდელი: EMA01
ტიპი: ელექტრონული ყურის დამცავი (Low Profile)

ხმის შემცირება: NRR 21dB / SNR 26dB
გააქტიურება: 82 დეციბელზე მაღალ ხმებზე
მიკროფონი: 4× Omni-directional
ხმის გაძლიერება: კი
Bluetooth: არა
Audio Jack: 3.5 მმ

მასალა: ABS + PU ჩარჩო, PVC ear pads
ბატარეა: 2× AAA (არ შედის კომპლექტში)
ბატარეის ვადა: ≈200 საათი

185.00 

აღწერა

TACBAND EMA01 არის ელექტრონული ყურის დამცავი — შექმნილია მომხმარებლებისთვის, რომლებიც სროლის, ნადირობის ან ხმაურიანი გარემოს პირობებში საჭიროებენ ყურის დაცვას და ამავდროულად კომუნიკაციის შენარჩუნებას.

EMA01 ავტომატურად ამუხრუჭებს 82 დეციბელზე მაღალ ხმებს — NRR 21dB / SNR 26dB დაცვის დონით. 4 Omni-directional მიკროფონი დაბალ ხმებს აძლიერებს, რაც კომუნიკაციას ხმაურიანი სროლის პირობებშიც კი კომფორტულს ხდის. 3.5 მმ Audio Jack მუსიკის მოსასმენად. ბატარეის ვადა ≈200 საათი.

დაბალი პროფილის (Low Profile) დამცავი ყურსაფარები განსაკუთრებით შესაფერისია გრძელლულიანი იარაღებით სროლისთვის — კონდახთან მჭიდრო კონტაქტს არ უშლის ხელს. ABS და PU მასალის კომბინაცია გამძლეობასა და კომფორტს უზრუნველყოფს. სიგრძე რეგულირებადია სხვადასხვა თავის ზომისთვის.

TACBAND EMA01 — 4 მიკროფონი, Low Profile დიზაინი და 200 საათის ბატარეის ხანგრძლივობა ერთ ელექტრონულ ყურის დამცავში.