Smith & Wesson M&P FPC 9×19 mm დასაკეცი კარაბინი

მწარმოებელი: Smith & Wesson (აშშ)
მოდელი: M&P FPC (Folding Pistol Carbine)
ტიპი: ნახევრადავტომატური დასაკეცი კარაბინი
კალიბრი: 9×19 mm Luger

ლულის სიგრძე: 412.75 მმ / 16.25″
ლულის რეზბა: ½×28 mm

სისტემა: Blowback, ნახევრადავტომატური
სასხლეტი: სწორი სასხლეტი, სასხლეტის დამცავი + მექანიკური მცველი

მჭიდის ტევადობა: 17 / 23 ვაზნა (M&P თავსებადი)
წონა (მჭიდის გარეშე): 2.28 კგ / 5.0 lb
საერთო სიგრძე (გაშლილი): 77.2 სმ / 30.4″
საერთო სიგრძე (დაკეცილი): 41.6 სმ / 16.4″
კომპლექტი: 1×17 + 2×23 ვაზნიანი მჭიდი, ჩანთა

3,300.00 

აღწერა

Smith & Wesson M&P FPC (Folding Pistol Carbine) 9×19 mm არის კომპაქტური, გვერდზე დასაკეცი, პისტოლეტ-კალიბრის კარაბინი — შექმნილი მათთვის, ვისაც სახლის დაცვის, მანქანაში ტარების ან ტირში გამოყენებისთვის ადვილად ტარებადი და სანდო იარაღი სჭირდება.

FPC-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა — M&P პისტოლეტის მჭიდებთან სრული თავსებადობა. კომპლექტში მოყვება 1 ცალი 17-ვაზნიანი და 2 ცალი 23-ვაზნიანი მჭიდი, ხოლო კონდახში 2 დამატებითი მჭიდის შესანახი სლოტი კიდევ უფრო ამარტივებს სწრაფ გადატენვას — ამ გზით კარაბინზე ერთდროულად 63+1 ვაზნა გაქვს მზად გამოსაყენებლად.

გვერდზე დაკეცვის სისტემა უნიკალურია — კარაბინი ლულასა და რისივერს შორის მარცხნივ იკეცება. ამის წყალობით Picatinny rail-ზე დამაგრებული ოპტიკა დაკეცვას არ უშლის ხელს — SUB-2000-ისგან განსხვავებით. 16.25″-იანი ლულა აღჭურვილია ½×28 mm რეზბით — სუპრესორის ან სხვა დამხმარე მოწყობილობის დასამაგრებლად. M-LOK სამაგრი და Picatinny rail ზევიდან ოპტიკისა და სხვა აქსესუარების დასამაგრებლად.

სასხლეტი ბრტყელი სახისაა, ჩაშენებული სასხლეტის დამცავით — M&P პისტოლეტისთვის ნაცნობი კონსტრუქცია. ასევე გააჩნია მექანიკური დამცავი სასხლეტის წინ.

კომპლექტაცია: 3 მჭიდი (1×17 + 2×23 ვაზნა), საკიდი, სატარებელი ჩანთა, 4 ზომის ხელსაჭიდის ჩანართი.

Smith & Wesson M&P FPC — კომპაქტური, სანდო და ფუნქციონალური კარაბინი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მზადაა.

Smith & Wesson M&P FPC 9×19 mm დასაკეცი კარაბინი